04:31 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში (49)
16 0 0

ხიდირბეგიშვილს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნები მომავალშიც გადადგამენ ანტირუსულ ნაბიჯებს, თუმცა დაუსჯელები არ დარჩებიან

თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, „გრუზინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა კომენტარი გააკეთა ლატვიის მთავრობის ბრალდებაზე იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც რუსულენოვან სააგენტოებთან, Sputnik ლატვიასა და Baltnews–სთან თანამშრომლობენ, რომ თითქოს ისინი ევროკავშირის სასანქციო რეჟიმს არღვევენ.

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 დეკემბერს პორტალების — Sputnik ლატვიისა და Baltnews–ის ავტორები დააკავა და დაკითხვის, ჩხრეკისა და ორგტექნიკის ჩამორთმევის შემდეგ, სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა მათ. გაუსვლელობის შესახებ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ექვსი ლატვიელი ჟურნალისტი. ყველა მათგანს ანტირუსული სასანქციო რეჟიმის დარღვევა ედება ბრლად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня–თან კავშირის გამო, რომელზეც, ბალტიისპირეთის ქვეყნების ვერსიით, ასევე ვრცელდება ევროკავშირის მიერ მისი გენერალური დირექტორის, დმიტრი კისელიოვისთვის 2014 წელს დაწესებული სანქციები.  მაგრამ ლატვიელი ჟურნალისტები არიან Россия сегодня–ს არა შტატიანი თანამშრომლები, არამედ მხოლოდ ავტორები. ახლა მათ ფულადი ჯარიმა ან პატიმრობაც კი ემუქრება.

„მედიასაშუალებების თანამშრომლები, ჟურნალისტები, ყოველთვის განეკუთვნებოდნენ ხელშეუხებელ კატეგორიას და ამით სამართლიანად ამაყობდნენ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები. როგორც ჩანს, კორონავირუსთან ერთად „სახურავი დაცურდა“ და ევროპული ღირებულებები ჩანაცვლდა. რაც შეეხება ლატვიას, გასულ წელს კი ესტონეთს, ლიტვას, პოლონეთს, ასე ვთქვათ, ახალი ევროპის ქვეყნებს — მათგან დემოკრატიის მაღალი სტანდარტების მოთხოვნა ზედმეტია. ისინი ცდილობენ, ყველანაირად გამოიჩინონ თავი „დიდი ამერიკელი ძმისა“ და ძველი ევროპის წინაშე, რათა თავიანთი ფინანსური წილი მიიღონ ევროკავშირში და ასევე სიკეთეები ნატოსგან“, — განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik საქართველოსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს ქვეყნები მომავალშიც გადადგამენ ანტირუსულ ნაბიჯებს, თუმცა დაუსჯელები არ დარჩებიან.

„ეს მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. მედიასთან ომი, მით უმეტეს, ასეთ მძლავრ კორპორაციასთან, არავის მოუგია. თუმცა აქ საქმე მარტო მედია კი არ არის, არამედ რუსეთიც — აქ საქმე დიდ პოლიტიკაშია“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მანამდე რუსეტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრად დაგმო ლატვიის ხელისუფლების ქმედებები და აღნიშნა, რომ Sputnik ლატვიის დადანაშაულება ევროკავშირის სასანქციო რეჟიმის დარღვევაში კატეგორიულად მიუღებელია. უწყებაში განმარტეს, რომ შეზღუდვები პერსონალური ხასიათისაა და კონკრეტულად Россия сегодня–ს გენერალურ დირექტორს, დმიტრი კისელიოვს ეხება. შესაბამისად, ის არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველაზე, ვინც მედიაჰოლდინგთან თანამშრომლობს.

თემები:
რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში (49)

მთავარი თემები