საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სკოლები: მათი მუშაობის განახლება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსის გაჩერება
ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ რთულია. მთავრობა უკიდურესად ფრთხილობს მოქმედი შეზღუდვების შესუსტების კუთხით, რათა ვითარებაზე კონტროლი არ დაკარგოს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლება 1 თებერვლიდან შეიძლება გადაიდოს, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მთავრობა ჯერ თავს იკავებს 1 თებერვლიდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებაზე ნებართვის გაცემისგან. ასევე ამ დღემდე გადაიდო ბაზრობებისა და მაღაზიების გახსნაც.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: საქართველო კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღისთვის მზად უნდა იყოს

„ვგეგმავთ, რომ 1 თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბარი ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან... კონკრეტულად, გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასევე სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენაც.

„ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა პირობას, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად ეპიდემიოლოგების დასკვნისა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი გადავლილია, საქართველოში ინფიცირების მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0