12:51 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური საპატიმროებში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას აკონტროლებს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი PCR–ტესტირების დროს მხოლოდ ერთ პატიმარს დაუდასტურდა, იუწყება საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

პენიტენციური სამსახური: PCR–ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება>>

ინტენსიური PCR–ტესტირების ფარგლებში 2021 წლის 11 იანვარს სულ 883 მსჯავრდებული გამოიკვლიეს. ინფიცირებული პატიმარი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის მედპერსონალის მეთვალყურების ქვეშ იმყოფება.

საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს ისინი, ვინც ინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა საკანში. მათ ორი კვირის შემდეგ კვლავ ჩაუტარდებათ ტესტირება.

„რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, შეგახსენებთ, რომ სამუშაო ადგილზე ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით არიან აღჭურვილი და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. ამასთან, დაწესებულების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR ტესტირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს.

მთავარი თემები