20:55 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (92)
69 0 0

სააგენტო ზღუდავს მოქალაქეების ვიზიტებს და მათ საჭირო ცნობის მისაღებად ელექტრონული განაცხადების სისტემით სარგებლობას სთავაზობს.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი 1 თებერვლიდან იქნება, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სააგენტოს მომსახურება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეჩერებული იყო. 1 თებერვლიდან მოქალაქეები შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებას მართვის მოწმობის ასაღებად. მანამდე ასევე შეჩერებულია ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიების ტერიტორიაზე.

ასევე დროებით შეჩერებულია ახალქალაქისა და ამბროლაურის რესურს–ცენტრების მუშაობა.

ამჟამად მომსახურების სააგენტო შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს: მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად სააგენტოსთვის მიმართვა შეუძლიათ მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის საშუალებით (sa.gov.ge).

გამზადებული დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომლებიც განაცხადის შევსებისას არის მითითებული. დოკუმენტების მიღება ასევე ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს არის შესაძლებელი.

მომსახურების სააგენტო რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვის-ცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო მიმართვის შემთხვევაში – გარეშე პირების თანხლებისგან.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (92)

მთავარი თემები