21:15 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (79)
62 0 0

თენგიზ ცერცვაძის თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინით მხოლოდ მაღალი რისკ-ჯგუფები აიცრებიან, რადგან მისი დიდი რაოდენობის შენახვის რესურსი საქართველოს არ გააჩნია.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. „ფაიზერის“ ვაქცინის დიდი რაოდენობით მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება. განაცხადა შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი „ფაიზერის" ვაქცინა. ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის პრეპარატი BNT162b2 პირველი ვაქცინაა, რომელიც ევროკავშირმა COVID-19-თან ბრძოლისთვის დაამტკიცა.

ცერცვაძის განმარტებით, „ფაიზერის“ ვაქცინა აუცილებლად –80 გრადუსზე უნდა შეინახოს, საქართველოში კი მსგავსი მაცივრების დიდი რაოდენობა არ არის.

„საქართველოში შემოტანილი იქნება „ფაიზერის“ ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და ორი მილიონისთვის ქვეყანას ლოგისტიკური ბაზა არ ეყოფა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მცირე რაოდენობით შემოტანილი „ფაიზერის“ ვაქცინით მთავარი რისკ-ჯგუფები აიცრებიან.

ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად კოვაქს-პლატფორმის საშუალებით მოლაპარაკებებს „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებთან დაკავშირებით აწარმოებს. ქვეყანამ უკვე შეუკვეთა ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანია.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (79)

მთავარი თემები