თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.846-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 227.611 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 496, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.873 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 579 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.