თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთიუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შენგელაიას, ხევძმარის, ბრონშტეინის და ონის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.