08:04 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (92)
87 0 0

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას უახლოეს პერიოდში ელოდება, აცრა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 20%-ს ჩაუტარდება

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე მზადაა „ურწმუნოთა დასანახად“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს. 

ლადო კახაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს მოუწოდა, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აცრა საჯაროდ გაიკეთონ.

„თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა ყველას დასანახად გავიკეთო, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად“, – განაცხადა კახაძემ.

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმაზე უკვე მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აუცილებელია რიგი პროცედურების გავლა იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინის მიღება შეძლოს. როგორც მან აღნიშნა, მოცემულ მომენტში ქვეყანა განიხილავს Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ვაქცინებმა ევროპის მარეგულირებელი ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღეს.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (92)

მთავარი თემები