შეზღუდვები საქართველოში: ბიზნეს-სექტორი მუშაობის განახლების მოლოდინშია

© Sputnik / Alex Shlamovდაკეტილი მაღაზიები
დაკეტილი მაღაზიები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის დაწყებამდე მთავრობის წარმომადგენლებმა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობის განახლების საკითხი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების გახანგრძლივების აუცილებლობას ვერ ხედავს

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.

ნადარეიშვილის განმარტებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნეს-სექტორმა 1 თებერვლიდან საქმიანობა განაახლოს.

„ჩვენ განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს ბიზნეს-სექტორს იმისთვის, რომ 1 თებერვლიდან შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება. საუბარია იმ პირობებზე, რაც შემუშავდა და განხორციელდა წინა ეტაპზე, ასევე განიხილება ახალი პირობები, როგორიცაა, მაგალითად, კომპანიების თანამშრომლების რეგულარული ტესტირება“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.

ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქართველოს მსხვილ ქალაქებში 28 ნოემბრიდან სავაჭრო ცენტრები დაიკეტა. თუმცა, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გარკვეული შეზღუდვები მოხსნილი იყო. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს შეზღუდვები: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0