თბილისის ზოოპარკი 2021 წელს 4,5 მლნ ლარს მიიღებს

© Sputnik / STRINGERთბილისის ახალი ზოოპარკი
თბილისის ახალი ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოპარკისთვის, რომელიც 2015 წელს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი გამოიყო.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოში თბილისის ზოოპარკის განვითარების ხელშეწყობისთვის 2021 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,5 მლნ ლარი გამოიყოფა.

თანხა განკუთვნილია როგორც ძველი, ისე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული ცხოველების შენახვა–მოვლისთვის, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის. 

საკრებულო - Sputnik საქართველო
საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა: რას მოხმარდება თანხები

თანხის ნაწილი მოხმარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ვოლიერების მშენებლობას და ასევე ცხოველების ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გადაყვანის უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, 2021 წელს იგეგმება სამეცნიერო და საგამოფენო მიზნებისთვის ცხოველების კოლექციის შევსება, მხარდაჭერა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და რიგი სხვა ღონისძიებების ჩატარება.

ზოოპარკი თბილისში 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად მდინარე ვერეს ხეობაში 100 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გამოიყო. ზოოპარკში ფუნქციონირებს აკვარიუმი და ტერარიუმი.

ქალაქი თანდათანობით ფართოვდებოდა და ახლა საავტომობილო ესტაკადით გარშემორტყმული ზოოპარკი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა. ზოოპარკი 2015 წელს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა.

600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. მაშინ იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0