14:15 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2606)
1297 0 0

ცნობილი მომღერალი და არაერთი კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. უკრაინული „ვოისის” გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მომღერალს დედის მეგობარი და ბაღის აღმზრდელი გარდაეცვალა და თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

 

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მომღერალი, რომელსაც „ქართველი რობერტინო ლორეტი“ შეარქვეს, ხმის ჩამწერი კომპანია El World Music-ის ვერსიით, საუკეთესო მომღერლების სიაში მოხვდა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი დასახელდა სელინ დიონის სიმღერის All By Myself საუკეთესო შემსრულებლად. ვიდეოში წარმოდგენილი ჩანაწერი გაკეთებულია უკრაინულ პროექტში Голос. Дети მონაწილეობის დროს.

ქართველ მომღერალთან ერთად ეს ტიტული ცნობილმა ყაზახმა მომღერალმა დიმაშ კუდაიბერგენმაც მიიღო.

უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრემ სახელგანთქმულ „კარნეგი–ჰოლში“ იმღერა. შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი ის ჰოლივუდში მიიწვიეს.

უკრაინული ტელეშოუს „ბრმა მოსმენაზე“ ალექსანდრემ ფურორი მოახდინა, ფინალში მან ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" შეასრულა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)

მთავარი თემები