Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თუთა მომიკვდა...“ - ნახეთ რა შეემთხვა მაია ასათიანს

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ჟურნალისტის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა. ნახეთ რა შეემთხვა თოქ-შოუ „პროფილის“ წამყვანს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალისტი წერს, რომ მისი ძაღლი თუთა დაიღუპა, ამის მიზეზი კი ეზოში მომხდარი შემთხვევა გახდა. „ეზოში დიდ ძაღლს დაუყეფა და იმან დაგლიჯა“, - დაწერა მაია ასათიანმა.

პოპულარული ჟურნალისტი ბოლო დროს სამ ძაღლთან და თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა. თუთა, დუდი და ბუბუ მაიას „ინსტაგრამის“ „სთორების“ მთავარი გმირები არიან. ასათიანის სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და თუთიყუში დომინირებს.

მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0