17:45 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
198 0 0

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალვის მიზეზი მიზეზი ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება გახდა

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-100 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ინფორმაციით, ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე აკრძალვის მიზეზი ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება გახდა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

მთავარი თემები