09:07 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (40)
57 0 0

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება და სრულად არის მართვადი, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, 2020 წლის მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში გატარდა კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები, როგორიც არის საკარანტინო ზონების მოწყობა, რეგულარული თერმოსკრინინგი, ტესტირება, მობილობის შემცირება. ხოლო ახალი ეტაპიდან გამომდინარე, როგორც კი პირველი სიმპტომები გაჩნდა, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო ყველა პენიტენციური დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა.

„ამას აქვს სისტემური ხასიათი და ახლაც გრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

დღევანდელი მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია ოთხ დაწესებულებაში. ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. მინისტრის თქმით, ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის ნიშნები არსად გამოვლენილა.

„ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განსაკუთრებით, რომ გეგუთი დაიცალა, რომ გეგუთში მძვინვარებს ეპიდემია და ა.შ. გეგუთი მართლაც დაიცალა, მაგრამ ჯანღისგან დაიცალა და გამოჩნდა რეალური სურათი, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის გატყობინებთ. კერძოდ, გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა, და შეიძლება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს.

„სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად COVID-19 ოთხ პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის, ხოლო ერთი – N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრციდან“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

აქვე მინისტრმა განმარტა, რომ ვინაიდან მოცემული პირი N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან იყო სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა და დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, პატიმრებისთვის ჩატარებული ყველა ტესტირების შედეგები საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (40)

მთავარი თემები