თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ორივე პაციენტი კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა. ერთი პაციენტი, 80 წლის ქალი სენაკის მცხოვრები იყო, მეორე - 81 წლის მამაკაცი აბაშიდან იყო.
რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 213 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდ-პაციენტი, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია.
ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე.
„სენამედის“ კლინიკაში – 37, მათ შორის მძიმე 3 პაციენტია.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 14 პაციენტი, მათ შორის 2 მძიმე.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკა – 24 პაციენტი.
„სენაკი ლაზიკა მედი“ – 36 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 42 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 31 ადამიანი.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2.796 პირი ემსხვერპლა.
ნიკა ლატარია