17:12 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
43010

გადაწყვეტილება სავაჭრო სექტორისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენის გადავადების შესახებ კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხით არის ნაკარნახევი, აცხადებს მინისტრი.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოში მოქმედი ზოგიერთი წერტილოვანი შეზღუდვა 1 თებერვალს მოიხსნება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე: „საბედნიეროდ, კორონავირუსის  პიკმა გადაიარა" >>

მინისტრის თქმით, ქვეყანაში შენარჩუნებულია შედარებით სტაბილური ეპიდვითარება, თუმცა კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. ამასთან, გამორიცხული არ არის მესამე ტალღა.

„გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვხედავთ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს – წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ 1 თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, კონკრეტულად რა რეჟიმი დაწესდება 1 თებერვლის შემდეგ, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

დღემდე ცნობილი იყო, რომ საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (გარდა უქმეებისა) მუშაობას 16 იანვარს განაახლებდა.

 

მთავარი თემები