16:27 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2638)
254310

ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავის მოულოდნელი გადაწყვეტილება. ქერა თმიდან წაბლისფერ „მოკლე კარემდე“ - როგორ მოგწონთ ტელეწამყვანის მოდური იმიჯი?

კორონავირუსის გამო გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად სატელევიზიო სივრცემ მაყურებლებს საახალწლო განწყობა მაინც შეუქმნა. ამაში დიდი წვლილი თიკა ფაცაციასაც მიუძღვის. მან საზოგადოებას ახალი წლის დადგომა „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან მიულოცა. ამასთან, ყოფილმა მომღერალმა ვარცხნილობაც რადიკალურად შეიცვალა. თიკა ფაცაცია ახალი წლის ღამეს ტელეეკრანებზე მოკლე ვარცხნილობით და ყველასათვის მოულოდნელი თმის ფერით გამოჩნდა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2638)

მთავარი თემები