COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© AFP 2024 / JACK GUEZტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 226.215 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 529), გარდაიცვალა – 2.796  (ბოლო 24 საათში – 23), კარანტინის რეჟიმშია 506, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.929 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 722 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 226.215 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 529), გარდაიცვალა – 2.796 (ბოლო 24 საათში – 23), კარანტინის რეჟიმშია 506, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.929 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 722 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 7.898 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.527, PCR ტესტით – 4.371.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0