Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გადარეული ხარ!“ – ნუცა ბუზალაძე კომენდანტის საათის დროს რუსთაველის გამზირზე დარბის

© courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო გადაცემის გადაღების შემდეგ ნუცა ბუზალაძე სადღესასწაულო კაბით სტუდიიდან გამოიქცა. ახალგაზრდა შემსრულებელმა სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ შუა რუსთაველზე მორბენალი ნუცა.

ნუცა ბუზალაძემ უზარმაზარი სადღესასწაულო კაბა მოირგო და გადაცემის ჩაწერის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გადაწყვიტა გასეირნება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში კომენდანტის საათია, მომღერალმა შუა გზაზე ფოტოსესია გამართა. მას თან მეგობარი ახლდა, რომელმაც სახალისო ვიდეოც გადაუღო. „ისეთი ვიდეოს გადაღება მინდოდა, რომ მირბიხარ თუ მიდიხარ და კამერა მოგდევს. მოკლედ, ჩემი არ ყოფილა!“ – მიაწერა ვიდეოს მომღერალმა.

ნუცა ბუზალაძემ რუსულ მეგაპროექტში გამოჩენის შემდეგ რუსული ესტრადის პოპულარული არტისტების ინტერესი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა ახალგაზრდა მომღერალი უმაღლესი შეფასებებითა და დიდი ოვაციებით დააჯილდოვეს. მან განსაკუთრებული ყურადღება სერგეი ლაზარევისგან დაიმსახურა. მედია მათი რომანის შესახებ ინტენსიურად საუბრობდა, თუმცა ნუცა ბუზალაძე ქართველ რჩეულთან ერთად მალევე გამოჩნდა და ყველა ჭორს ნათელი მოეფინა. ცეცხლოვანი არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვრიშვილია.

უახლეს ვიდეოსთან ერთად ნუცამ ახალი სიმღერის პრემიერაც დაანონსა. მის რეპერტუარებს საზოგადოება სწრაფად იტაცებს. მომღერლის ვოკალურ მონაცემებში აღარავის ეპარება ეჭვი, მან არაერთხელ დაიპყრო უცხოელი კონკურსების ჟიურის წევრების გულები.

აღსანიშნავია, რომ ნუცამ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალმა საგრძნობლად დაიკლო წონაში, ეს კი შეყვარებულობის პერიოდს დაემთხვა. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, ხომ არ აქვს ახალგაზრდა არტისტს ანორექსია. მალე ნუცამ ყველა დაამშვიდა და აუხსნა, რომ გახდომის მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვებაა.

ყველა ახალი ამბავი
0