Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა გუდავაძე იუბილარია – ასე რომანტიკულად მიულოცა ბერა ივანიშვილმა მეუღლეს

© press-service of Georgian Dreamბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილის უმშვენიერეს მეუღლეს 26 წელი შეუსრულდა. ასე ორიგინალურად მიულოცა დაბადების დღე მომღერალმა ბლოგერ ცოლს. უსაყვარლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან.

ქართველ ბლოგერებს შორის ნანუკა გუდავაძე წამყვან ადგილს იკავებს. ახალგაზრდა მოდელის გვერდზე 238 ათასზე მეტი „ფოლოვერია“ მობილიზებული. ნანუკას და ბერა ივანიშვილის წყვილი, თავის მხრივ, ცხოვრების განსაკუთრებული დეტალების გაზიარებას ცდილობს და ამით აერთიანებს გულწრფელ თაყვანისმცემლებს. ნანუკა გუდავაძე 26 წლის გახდა. პანდემიის გამო მან დაბადების დღე საკუთარ სახლში, ვიწრო წრეში გადაიხადა. ნახეთ რა რომანტიკული საჩუქარი მიართვა მუსიკოსმა საჯაროდ ნანუკას.

ბერა ივანიშვილი ულამაზეს მეუღლეზე ერთი თვით უფროსია. ნანუკა გუდავაძის დახმარებით ბერას დაუვიწყარი დაბადების დღე ოჯახის წევრებმა 23 დეკემბერს გადაუხადეს. მუსიკოსი უკვე ორ წელიწადზე მეტია მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძესთან ქორწინებაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ბერამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისი და ნანუკას პირველი ერთობლივი ფოტოები აჩვენა. ფოტომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ბერა ივანიშვილმა მეუღლესთან გატარებულ თითოეულ მოგონებას ერთი ვიდეოკოლაჟში მოუყარა თავი. კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ ტრენდებს და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს, ხოლო „ინსტაგრამის“ სივრცე მათთვის გასართობ საშუალებად იქცა. ნანუკას დაბადების დღეს სახალისო ვიდეო რომანტიკულმა გადაწყვეტილებამ ჩაანაცვლა. ბერა ივანიშვილმა მეუღლისადმი სიყვარული ამ ზღაპრული კადრებით გამოხატა.

ბერა და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0