ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ ცნობილ ქირურგთან გუგა კუზანოვთან თვალის ოპერაცია გაიკეთა. როგორც სიჭინავა წერდა, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. პოპულარულ სახეს მხედველობის პრობლემა შეექმნა, აღმოჩნდა, რომ თვალზე კანი სრულად ჰქონდა გადაფარებული და მხედველობა უჭირდა.
View this post on Instagram
როგორც ჩანს, ოპერაციამ არა მხოლოდ მხედველობის პრობლემა მოხსნა, ყოფილი ტელეწამყვანი არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. „სად იყავი აქამდე“, – უწერენ ხატიას სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
ყოფილ ტელეწამყვანს ხატია სიჭინავას კორონავირუსის სირთულის კიდევ არ სჯერა. მისი აზრით, მალე მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც პირბადეს არ ატარებს, აიძულებს სოფლებში გადასახლდნენ.
View this post on Instagram
ყოფილი ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც გარეთ პირბადით გადაადგილდებიან და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, მალე იმუნიტეტდაქვეითებულები გახდებიან, სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადდებიან და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც.
View this post on Instagram
ხოლო მათ, ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ასეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუვალ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. ყოფილი ტელეწამყვანი კორონავირუსის პანდემიისას სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა. ხატია სიჭინავას სჯერა, რომ აღსასრული ახლოა, მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან.