02:47 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, ადეკვატურად უპასუხის ანტისემიტურ გამოხდომებს საქართველოში

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ქუთაისის მოსახლეობამ აქცია გამართა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ებრაელებს „ქრისტიანთა მდევნელი“ და „ურწმუნო მოდგმა“ უწოდა.

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე ადამიანის პოზიცია არ გამოხატავს მთელი ქუთაისის აზრს. 

„ქუთაისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი. ეს ქალაქი არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ქართველები და ებრაელები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, — განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური და დროული პასუხი უნდა გასცეს მსგავს „გამოხდომებს“.

აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს იოანე გამრეკელს გამოექომაგა დეკანოზი ილია კარკაძე, რომლის თქმითაც „არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები“ რომლებიც „არაკეთილი ძალის მხარეს დგანან“.

სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, რომელმაც ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს მსგავსი გამოსვლები. 

მთავარი თემები