22:23 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3526 0 0

ალერგოლოგ-იმუნოლოგი დარწმუნებულია, რომ თუ  მოსახლეობა და ბიზნესი არსებულ რეკომენდაციებს დაიცავს, შეზღუდვების შემსუბუქება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატულ ზრდას არ გამოიწვევს

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თუ წესებს დაიცავენ, შესაძლებელია, რომ ადამიანებს სამსახურში წასვლისა და გადაადგილების უფლება მივცეთ, მიაჩნია ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.

კულუმბეგოვი: ახალი წლის დღეებში „კომენდანტის საათი“ არ გავაუქმოთ>>

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.

კულუმბეგოვის თქმით, წესებს  თუ დავიცავთ და ყურადღებას არ მოვადუნებთ, შეზღუდვების შემსუბუქებით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კრიტიკული ზრდა არ გვექნება.

„ჯერჯერობით სტაბილურია სიტუაცია და ამიტომ, წესების დაცვით, რასაც მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც გაართვეს თავი, ალბათ, ადამიანებს სამსახური, გადაადგილების უფლება და ა.შ. უნდა მივცეთ. მესმის, რომ ძალიან რთულია და ამან შეიძლება ეპიდემიას დაარტყას, მაგრამ წესრიგს თუ დავიცავთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, არ გამოიწვევს დრამატულად ციფრების გაზრდას“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით სახელმწიფომ შეზრუდვების მოხსნის შემთხვევაში  სერიოზული კონტროლი უნდა დააწესოს და დააჯარიმოს ან დახუროს ბიზნესი რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში. ამასთან ბიზნესი თვითონაც უნდა იყოს მოტივირებული.

„რაც უფრო მეტი იქნება ინფექციის კონტროლი მათ დაწესებულებებში, გადარჩებიან დიდი ხანი და არავითარი პრობლემა არ იქნება, არ შეექმნება მათ დახურვის საფრთხე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მან მაგალითად მოიყვანა აშშ, სადაც, მისი თქმით, მიღებულია, რომ რესტორანში ადამიანი ნახევარი საათით ადრე მიდის, რათა გაიკეთოს სწრაფი ტესტი და დაელოდოს მის პასუხს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მას უშვებენ რესტორანში. კულუმბეგოვის თქმით, „ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა. სახელმწიფოს ხელებში არ უყურებენ და არ არიან ხელშემყურე, მხოლოდ ქვეყანა რას მოიფიქრებს".

ბოლო მონაცემებით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 238 086–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 750 ადამიანი.

მთავარი თემები