COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

© Sputnik / Alex Shlamovადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 90 ადამიანი.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 183 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რეგიონის კოვიდ-ცენტრებში 214 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რუხის კლინიკაში მკურნალობს 64 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 36 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში 38 ინფიცირებულია მოთავსებული – მძიმე პაციენტია ექვსი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 25 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 33 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 238.086-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0