06:21 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
99 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 224.718 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.750, კარანტინის რეჟიმშია 512, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.867 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 754 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 238.086-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 224.718 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 529), გარდაიცვალა – 2.750 (ბოლო 24 საათში – 22), კარანტინის რეჟიმშია 512, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.867 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 754 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 18.149 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.095, PCR ტესტით – 7.054.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები