04:23 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236.028-ს მიაღწია.

თბილისი,  8 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 537 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 290 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 47, შიდა ქართლი – 46, იმერეთი – 44, კახეთი – 35, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 31, ქვემო ქართლი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 224.189-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 34 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.728-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 9.085 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.867 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.900, აჭარაში – 364, იმერეთში – 731.

837 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 271 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 762 ადამიანი, მათ შორის 217 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5.456 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 181, აჭარაში – 42, ხოლო იმერეთში – 64. თვითიზოლაციაში იმყოფება 22.750 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.576 პირი, აჭარაში – 1.981, იმერეთში – 2.244.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236.028-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები