18:09 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1856)
8810

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ვირსალაძის, ათონელის, ჭანტურიას, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, ინგუშეთის, არსუკიძის, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ხუდია ბორჩალოელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1856)

მთავარი თემები