06:23 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236.028-ს მიაღწია.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.694-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236.028-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 224.189 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 494), კარანტინის რეჟიმშია 508, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.867 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 762 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები