Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორ გამომიშვა ქმარმა ამ კაცთან ერთად?“ – ნახეთ ვისთან ერთად ისვენებს მარი ნაკანი

© Photo: Mari Nakani / FBმარი ნაკანი
მარი ნაკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ფოტოგრაფი ეგზოტიკურ თავგადასავალში გაეხვა. ნახეთ ვინ არის მიმზიდველი მამაკაცი, რომელმაც სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ცნობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი აფრიკაში, კერძოდ, კენიაში ისვენებს. როგორც მარიმ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებულ „ლაივში“ განაცხადა, ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა სიურპრიზი იყო და ის მას ცნობილმა ბიზნესმენმა, მისმა მეგობარმა მარიამ კუკუნაშვილმა მოუწყო.

მარი ნაკანის თქმით, მსგავს ადგილებში მოგზაურობა მისი ოცნება იყო და ძალიან ბედნიერია, რომ ოცნება აუხდა. ფოტოგრაფს ძალიან გაუკვირდა, როდესაც მისმა „ფოლოვერებმა“ აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ ის აფრიკაში მის მეგობარ კაცთან ერთად იმყოფება. როგორც ნაკანმა აღნიშნა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დაუსვამდნენ კითხვას - როგორ გაუშვა ქმარმა ამ კაცთან ერთად.

მარის თქმით, ეს ახალგაზრდა კაცი მისი მამიდაშვილია და მამიდაშვილი რომც არ იყოს და მხოლოდ მეგობარი იყოს, მის მეუღლეს - ცნობილ ფოტოხელოვან გიორგი მამასახლისს მის მიმართ დიდი ნდობა აქვს.

მისი მამიდაშვილი სწორედ იმ მამაკაცია, რომლის შიშველი ფოტოც რამდენიმე თვის წინ მარიმ „ინსტაგრამზე“ დადო და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისი ნამუშევრის შეფასება სთხოვა. ფოტომ საზოგადოება აღაფრთოვანა.

ფოტოგრაფი მარი ნაკანი საზოგადოებამ რეალითი შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა, რომელიც ახლა 17 წლისაა.

მარი ნაკანს ახლა ორი გოგონა ჰყავს. ფოტოგრაფი წლებია ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზეა დაქორწინებული. წყვილს თინეიჯერი გოგონა – სოფო მამასახლისი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.

მარი ბოლო დროს „ინსტაგრამზე“ საკუთარ გადაცემას „ლაივრეჟიმში“ უძღვება, ასევე ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და „ჯიპაში“. როგორც ინტერვიუებში ჰყვება, როდესაც „ჯიპამ“ საუკეთესო ლექტორად აღიარა, ამან მისცა მოტივაცია, გაეხსნა საკუთარი ფოტოსკოლა.

ყველა ახალი ამბავი
0