11:50 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2625)
346 0 0

მაია ასათიანი სამ ძაღლთან და თუთიყუშთან ერთად ცხოვრობს. ასე ხვდებიან მისი შინაური ცხოველები მაიას დედას.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი სამი ძაღლისა და დედის შეხვედრის ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტის უსაყვარლესი შინაური ცხოველები ქალს ხმაურიანად ხვდებიან. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ის სასუსნავია, რომელიც მაიას დედას მათთან ყოველთვის მიაქვს.

მაია ასათიანის დედა ნინო კალანდარიშვილი ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებულია. ის ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარეა. ნინო კალანდარიშვილი მშვიდობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით პროექტებზე აქტიურად მუშაობს.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ, მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და თუთიყუში დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2625)

მთავარი თემები