COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnikკორონავირუსის ეპიდემია. პირბადე აუცილებელია
კორონავირუსის ეპიდემია. პირბადე აუცილებელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 223.695 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 419), გარდაიცვალა – 2.694 (ბოლო 24 საათში – 28), კარანტინის რეჟიმშია 491, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.898 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 742 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 223.695 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 419), გარდაიცვალა – 2.694 (ბოლო 24 საათში – 28), კარანტინის რეჟიმშია 491, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.898 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 742 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 15.492 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.084, PCR ტესტით – 6.408.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0