ნათელი შენს სარკმელში: საქართველოში შობას ანთებული სანთლებით ეგებებიან

© Photo: Courtesy of Armenui Mkhoyanსანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შობის ღამეს ფანჯრებთან სანთლის ანთების წესს საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა, იმ დროიდან ეს ტრადიციად იქცა

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მაცხოვრის შობას ფანჯრებთან ანთებული სანთლებით ხვდებიან.

ქრისტეს შობა - ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. ტრადიციის მიხედვით, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა, შობის ღამეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი საქართველოში ფანჯარასთან სანთელს ანთებს. ეს არის ქრისტეს ნათელის სიმბოლო, რომელიც ყველას ნათელს ჰფენს.

ლოცვა - Sputnik საქართველო
საშობაოდ სავედრებელი ყოველთა ქართველთა: ლოცვა XXI ასწლეულისა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს ქრისტეს შობას ზეიმობს. სადღესასწაულო წირვა ყველა ტაძარში 23:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი მსახურება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, მას პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო წირვები უსაფრთხოების ყველა ზომების დაცვით გაიმართება.

კორონავირუსის გამო 7 იანვარს საშობაო ალილო არ გაიმართება, თუმცა სასულიერო პირები თბილისს ავტოკოლონით შემოუვლიან და მოსახლეობას დღესასწაულს მიულოცავენ.

შობის ღამეს 21:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0