09:54 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2651)
459 0 0

ულამაზეს მოდელს ასევე ულამაზესი და ჰყოლია. ნახეთ როგორ ჰგვანან დები ერთმანეთს. ფოტოები კრისტი ყიფშიძის სოციალური ქსელიდან.

ცნობილმა მოდელმა კრისტი ყიფშიძემ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ გაუმხილა, რომ მას უმცროსი და ჰყავს, ხოლო ბიჭუნა, რომელთან ერთადაც ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, მისი დისშვილია. კრისტიმ ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც დების მსგავსება აშკარაა.

View this post on Instagram

A post shared by Lika Lika (@likunaruvei)

კრისტი ყიფშიძის განუმორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის.

როგორც ჩანს, ის ესთეტიკური ცენტრების ხშირი მომხმარებელიც არ არის. თინეიჯერობის ასაკის სურათსა და დღევანდელს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა. მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა.

თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. გიორგისგან ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა.

View this post on Instagram

A post shared by Lika Lika (@likunaruvei)

1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 43 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. მოდელი ოქტომბერში 43 წლის გახდა და ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად კახეთში, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაატარა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2651)

მთავარი თემები