07:50 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
183 0 0

ისრაელში საქართველოს საელჩომ ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საყურადღებო ინფორმაცია გაავრცელა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომელიც დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ფეისბუქ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

საელჩოს ცნობით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბერს დამტკიცებული საკარანტინო შეზღუდვები 8 იანვრიდან გამკაცრდება და ქვეყანა სრულად ჩაიკეტება.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგულაციები ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

„იკრძალება საცხოვრებელი ადგილიდან ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება. დახურულ სივრცეში ხუთ,  ხოლო ღია სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება. ფუნქციონირებას შეწყვეტენ სკოლები და საბავშვო ბაღები.  შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა (50%) და ქალაქებს შორის გადაადგილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გადაადგილების შესახებ არსებული შეზღუდვები ძალაში იქნება შობის ღამესაც ქალაქ ბეთლემში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხო ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციას და აეროპორტის მუშაობასაც.

კერძოდ, ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. რეისი განხორციელდება მათთვის, ვინც ბილეთი შეიძინა კარანტინის დაწყებამდე (8 იანვარი).

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის და მუტირებული ვირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან შესული მგზავრები საკარანტინო ზონაში იქნებიან გადაყვანილი, რომლის დატოვება მხოლოდ კოვიდ–ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)

მთავარი თემები