19:49 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

ეს მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც მისიაში გამგზავრებამდე მომზადება გერმანიის ნაცვლად საქართველოში გაიარა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 32-ე ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ გააცილეს.

„თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა“, — ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართულმა ქვედანაყოფმა მისიაში გამგზავრებამდე მომზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ნაცვლად საქართველოში გაიარა. მათი მომზადების დონეს ქართველმა ინსტრუქტორებმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი მეთაურობს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეარულებენ ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

 

მთავარი თემები