09:15 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
111 0 0

პაციენტებისთვის „რემდესივირის" მიცემას ექვსი წამყვანი კლინიციტისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია წყვეტს, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პრეპარატ „რემდესივირით“ კორონავირუსის მკურნალობა მიმდინარეობს ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ დეკემბერში მიიღო, რომელიც ქვეყნის კლინიკებში 21 დეკემბრიდან შევიდა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გუშინდელი მდგომარეობით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში საქართველოში „რემდესივირი“ 29 პაციენტმა გამოიყენა და ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლია.

„ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. ეს არის ჩვენი მხოლოდ ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, — განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „რემდესივირის“ გამოყენებამდე გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც პაციენტის თანხმობაც სჭირდება.

ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ პაციენტებზე არ გაიცემა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში იყენებენ.

 

მთავარი თემები