12:30 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით სამეგრელოს რეგიონი ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზეა.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. კორონავირუსული დაავადებისგან სამეგრელოს რეგიონში 217 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, რეგიონის მასშტაბით კი საკარანტინო სივრცეში 93 პირი იმყოფება, გვატყობინებს „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

არსებული ინფორმაციით, რუხის კლინიკაში 76 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, 38 ინფიცირებულია განთავსებული „სენამედის“ კლინიკაში, რომელთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.

ფოთის კლინიკაში 28 პაციენტი იმყოფება — ოთხ მათგანს დაავადება მძიმე ფორმებით უვითარდება.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში მოთავსებულია 16 პაციენტი, ხოლო სენაკის „ლაზიკამედში“ — 33 პაციენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.800 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 735 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები