20:08 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (91)
70 0 0

მანამდე საქართველომ ჯანმოსგან მიიღო გარანტიები, რომ ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას, მის შესაძენად თანხა უკვე გამოყოფილია.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. იმისათვის, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს, არაერთი პროცედურაა გასავლელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა. ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება“, — აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმის ფორმალიზაცია, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს, უახლოეს ხანებში მოხდება.

„მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, შესაბამისად განხორციელდება“, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში შემოსატანად სამი კანდიდატი ვაქცინა განიხილება. ესენია ამერიკული კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ პრეპარატები.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (91)

მთავარი თემები