Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილის პარიზული დღეები საყვარელ მამაკაცთან ერთად – სექს-სიმბოლოს ვიდეო

© photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი პარტნიორთან ერთად სიყვარულის ქალაქში ნებივრობს. სასურველ მამაკაცთან ერთად მსახიობი პარიზში ახალი წლის დღეებში გაფრინდა. ნახეთ მდიდრული მოგზაურობის დეტალები, რომელიც სექს-სიმბოლომ სოციალურ ქსელში გაგვანდო.

შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად საფრანგეთში გაფრინდა. კორონავირუსისგან გამოწვეული  შეზღუდვების მიუხედავად მისმა რჩეულმა მას ძვირადღირებული სიურპრიზი მოუწყო. სექს-სიმბოლომ არ დააყოვნა და 1 იანვარს პარიზში გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს. ყველამ გაიგო, რომ შორენას ახალი პარტნიორი ლაშა ბარათელია. როგორც თავად ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა.

საფრანგეთში სამოგზაუროდ წასვლამდე შორენამ საავტორო გადაცემის მორიგი ბლოკი ჩაწერა. მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა და საკუთარი სასიყვარული ისტორია კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მჯერა იმის, რომ ახალი წლის ღამეს რასაც ინატრებ, აუცილებლად აგისრულდება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 მსოფლიომ ყველაზე ცუდ წლად აღიარა, ჩემს ცხოვრებაში ორი საოცარი რამ მოხდა. ეს იყო ჩემი თოქშოუ და ვიპოვე ნამდვილი სიყვარული“, – განაცხადა ტელეწამყვანმა და საზოგადოებას ბევრი კარგი ახალი ამბავი უსურვა.

უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა. სირთულეების მიუხედავად, სექსუალურმა მსახიობმა მორიგი თამამი ნაბიჯი გადადგა და ლაშა ბარათელი შეიყვარა.

აღსანიშნავია, რომ ფოტომოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ზაფხულის პერიოდში საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. წყვილმა ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთში გადაიღო, სადაც ისინი ერთად ისვენებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0