Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორ შეიცვალა...“ – ნინო ჩხეიძის ქალიშვილი პირსინგებით გამოჩნდა – რადიკალური ცვლილება

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩხეიძე საახალწლო დღესასწაულებს ოჯახის გარემოცვაში ატარებს. მან ქალიშვილთან ერთად გადაღებული უახლესი ფოტო გამოაქვეყნა. გოგონამ დიდი ყურადღება მიიქცია. ნახეთ როგორ გამოიყურება მარიამ კორახაშვილი პირსინგითა და შეცვლილი იმიჯით.

დიდი პაუზის შემდეგ ნინო ჩხეიძე ერთადერთ ქალიშვილთან ერთად პოზირებს. მან ახალი წლის დღეები ოჯახის გარემოცვაში გაატარა. უახლესმა ფოტომ სოციალურ ქსელი დაიპყრო. მარიამის რადიკალური ცვლილებას არავინ მოელოდა. გოგონამ იმიჯი შეიცვალა და დიდი ყურადღება მიიპყრო. როგორ გამოიყურება მომღერლისა და ბიზნესმენის 19 წლის ქალიშვილი?

მარიამ კორახაშვილი სტუდენტობისთვის ემზადება. გოგონა ეკრანებზე მომღერალ დედასთან ერთად არც ისე ხშირად ჩნდება. როგორც ჩანს, ნინოსთან შედარებით მას კამერებთან პოზირება არ იზიდავს, თუმცა შეუდარებელი დედის თხოვნით გამონაკლისებსაც უშვებს. მარიამის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. ნინო ჩხეიძის „ფოლოვერები“ გოგონას გადაწყვეტილებას მომღერლის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურებიან: „ეს ბავშვი როგორ შეცვლილია... რა თქმა უნდა დადებითად, ვერც კი წარმოვიდგენდი“; „საოცარი დედა-შვილი, ულამაზესები!“

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს, ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი გაიცნოს. ასე რამდენიმე წელია გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ბოლოს ოჯახი პარიზში გაერთიანდა, თუმცა ნინოს პანდემიის გამო რამდენიმე თვეა სოლო კარიერა შეწყვეტილი აქვს.

ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს უმშვენიერესი ქალიშვილი მარიამი 2002 წელს შეეძინათ, მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა. ახლა დედა-შვილი მამას ერთად სტუმრობს. აშკარაა, რომ ნინო და მარიამი ძალიან მეგობრობენ. გარდა ამისა, მათ ქმრისა და მამის მონატრება აკავშირებთ.

ყველა ახალი ამბავი
0