05:17 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2612)
3972 0 0

ცნობილმა პროდიუსერმა მეუღლის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა. თუმცა, ახალი ვიდეო სხვებს არ ჰგავს. რა მოხდა ლელა წურწუმიას ცხოვრებაში?

ლელა წურწუმია პროდიუსერმა მეუღლემ უცნაურ ვითარებაში აღმოაჩინა. საახალწლოდ მორთული მისაღები ოთახის იატაკზე პოპ-დივა წევს და ტირის. აღნიშნულ ვიდეოს 40 ათასამდე ნახვა აქვს. საზოგადოება გაურკვევლობაში იყო მანამ, სანამ არ გაირკვა, რომ ლელა წურწუმია კურიოზული ინციდენტის გამო სიცილისგან ატირდა. ვიდეოში მისი ხმაც ისმის, სადაც „მამულიჩას“ ვიდეოს გადაღების შეწყვეტას სთხოვს, რადგან იატაკზე წევს და სიცილისგან ვერ მშვიდდება.

ლელა და „მამულიჩა“ თუნდაც ნაკლებად პოპულარულ გადაცემას ან რუბრიკას თავისი სტუმრობით პოპულარულს ხდიან. ქართულ ტელესივრცეში ისინი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს. საზოგადოებამ „მთავარი არხის“ ეთერში მისი რამდენიმე გადაცემა უკვე იხილა. აშკარაა, რომ ლელას ახალი პროექტი საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა.

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ, რომელიც დღითი დღე იზრდება.

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2612)

მთავარი თემები