17:51 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2636)
1284 0 0

ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც ყველა ადამიანი განსაკუთრებული სიხარულით ხვდება, თუმცა წელს განსხვავებული და არაორდინარული ახალი წელია.

პანდემიის გამო ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისა და დღესასწაულის ვიწრო წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდებდნენ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს დღე რეკომენდაციების სრული დაცვით, მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. მათ შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

როგორ შეხვდნენ 2021 წლის დადგომას ცნობილი ადამიანები, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალ წელს შვილთან მარიამ კორახაშვილთან ერთად შეხვდა. როგორც ცნობილია, მომღერლის მეუღლეს გიორგი კორახაშვილს 2012-2013 წლებში ქვეყნის დატოვება მოუწია, ამიტომ დღემდე წყვილს ცალ-ცალკე ცხოვრება უწევს. როგორც ჩანს, ისინი ახალ წელსაც ცალ-ცალკე შეხვდნენ.

თბილისის მერი კახა კალაძე და დიზაინერი ანუკი არეშიძე 2021 წელს შვილებთან ერთად შეხვდნენ. ანუკიმ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ხელმომწერებს ახალი წელი მიულოცა.

„დიდი სიყვარულით გილოცავთ ახალ 2021 წელს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთით სავსე გულებს და ულევ სიხარულს გისურვებთ. მიყვარხართ“, – დაწერა დიზაინერმა Instagram-ზე.

განსაკუთრებული და ორმაგად ბედნიერი აღმოჩნდა 2021 წელი მსახიობ გიორგი გასვიანისთვის. ის ახალ წელს საყვარელ ადამიანთან მარიტა მელიქიშვილთან ერთად შეხვდა. წყვილი უკვე დაინიშნა და სულ მალე იქორწინებს. „მე და მარიტა გილოცავთ 2021 წლის დადგომას და მადლობა ყველას, რომ მთელი დღე ასე თბილად გვილოცავდით“, – წერს გიორგი Facebook-ზე.

მიუხედავად პანდემიისა, მხიარულ განწყობაზე შეხვდა ახალ წელს მომღერალი მაკა ზამბახიძეც, რომელიც წყნეთში, ტყის პირას, ულამაზეს სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და საკმაოდ მხიარულ განწყობასაც გვიზიარებს. ბერა და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საკუთარ სახლში, სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში შეხვდნენ ახალ წელს. უკვე მეორე წელია, რაც წყვილი შვილთან ბერუკა ივანიშვილთან ერთად ხვდება ახალ წელს.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

შინაურ და მყუდრო გარემოში, ოჯახთან ერთად შეხვდა ახალ წელს მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და ისინი მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი - გიორგი გააჩინა. მანიკამ საახალწლო ნაძვის ხესთან ამჯერად მარტომ იპოზიორა.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ახალ წელს მეგობრებთან ერთად შეხვდა. მოულოდნელი სტუმრები ჟურნალისტს 12 საათის შემდეგ ეწვივნენ და ახალი წელი მიულოცეს. „საათნახევარიც არაა, რაც ახალი წელი დადგა და უკვე დამეცა თავზე ჩემი კირვალა. თათულიკა პაიკიძე შენს ფეხზე და მეკვლეობაზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი 2021“, – დაწერა ინგა გრიგოლიამ Facebook-ზე.

ასეა თუ ისე, ახალი წელი და ნაძვის ხე ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება და დადებით განწყობაზე გვაყენებს. არ მივცეთ კორონავირუსს უფლება, რომ შობა გაგვიფუჭოს.

წარმატებულ და ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ!
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2636)

მთავარი თემები