04:47 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2606)
4096 0 0

უმშვენიერეს მოდელსა და ტელეწამყვანს მანიკა ასათიანს პატარა ოჯახი ჰყავს, მაგრამ იმდენად შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და ჰგვანან ერთმანეთს, რომ ბევრს ისინი და-ძმა ჰგონია.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. მანიკამ ვიდეო შვილთან ერთად გადაიღო და მას პოზიტიური დატვირთვა აქვს.

მანიკა ასათიანის უფროსი და ანი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მშობლებთან შედარებით მანიკა მას ხშირად ახსენებს. მოდელს სახელი მანიკა სწორედ უფროსმა დამ დაარქვა.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)

მთავარი თემები