00:12 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (43)
280 0 0

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი სახეობა, წინასწარი შეფასებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯერ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო სახიფათოა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ახალი შტამი 50 წლის ადამიანს დაუფიქსირდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

ამ დროისათვის გამოვლენილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

იმნაძის განცხადებით, ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ვირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალგამოვლენილი შტამი სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია გამოვლენილი. გარდა ევროპის ქვეყნებისა, „ბრიტანული“ შტამი გამოავლინეს იაპონიაში, ლიბანსა და სხვა სახელმწიფოებში.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (43)

მთავარი თემები