13:58 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
23710

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 3,8 ათასამდე საკურორტო ვაუჩერი გასცა.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2021 წლის საკურორტო ვაუჩერის მისაღებად სპეციალური განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოს სხვადასხვა კურორტზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს. 

პროგრამის ფარგლებში საკურორტო ვაუჩერები თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებულ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე გაიცემა.

პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარები მიიღებენ 800-ლარიან ვაუჩერს და თავად აირჩევენ დასასვენებელ ადგილს, სასტუმროსა და მომსახურების პირობებს. დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული.

საკურორტო ვაუჩერი ძალაში იქნება 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა (ან მათმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიმართოს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და შეავსოს ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადი. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე 2018 წელს გადავიდა. 

მთავარი თემები