07:32 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
10610

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 43 წელია მართავს, დაბადებიდან 88 წელი შეუსრულდა.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. 

„განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მისალოც წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში.

ილია მეორის დროს 1980-იან საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ბოლო ათწლეულებში საქართველოში ეპარქიების რიცხვი 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში იყო 48 მოქმედი ტაძარი, ახლა კი მათი რაოდენობა 1000-ს აღწევს.

ილია მეორის პატრიარქობის დროს გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისის და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში კი აიგო საქართველოს უდიდესი ტაძარი - სამება.

მთავარი თემები