COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

© photo: Sputnik / Evgeny Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 216 მოქალაქე. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 93 ადამიანი.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 64 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის რეგიონულ ცენტრში გარდაიცვალა აბაშის მუნიციპალიტეტის 73  წლის მკვიდრი. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>>

რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 195 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 72 კოვიდ–პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 11 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 594-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229.763-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0