საქართველოში მწვანე ლეკვი „გრინჩი“ დაიბადა – ვიდეო

© Sputnik / STRINGERქუთაისში ქუჩის ძაღლებისთვის თავშესაფარი მოაწყვეს
ქუთაისში ქუჩის ძაღლებისთვის თავშესაფარი მოაწყვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
იშვიათი ლეკვით უკვე დაინტერესდა ზოოპარკიც, თუმცა, „გრინჩის“ პატრონების განცხადებით, ისინი ლეკვის გაჩუქებას არ აპირებენ.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში 31 დეკემბერს დაიბადა ლეკვი, რომელსაც მწვანე ბეწვი აქვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პატრონებმა მწვანე ლეკვს „გრინჩი“ დაარქვეს. ლეკვით უკვე დაინტერესდა ზოოპარკი, თუმცა ლეკვის პატრონები „გრინჩთან“ განშორებას არ გეგმავენ.

„ექვსი წლის განმავლობაში ჩვენმა ძაღლმა ბევრი ლეკვი გააჩინა. მაგრამ 31 დეკემბრის 10 საათზე როდესაც დავინახეთ, რომ რვა ლეკვიდან ერთი მწვანე ფერის იყო, ძალიან გაგვიკვირდა, რადგან მსგავსი შემთხვევა მანამდე არ გვქონია და ვფიქრობ, რომ საქართველოშიც მანამდე მწვანე ლეკვი არ დაბადებულა. ჩვენ მის დატოვებას ვაპირებთ“, – განაცხადა გვანცა აღლემაშვილმა.

მწვანე ბეწვით დაბადებული ძაღლი ძალიან იშვიათია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს იმის შედეგია, რომ ლეკვი საშვილოსნოში ყოფნისას მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან შედის კონტაქტში.

მსგავსი შეფერილობის ლეკვები დაბადებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0