COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Viktor Kaminskyეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 222.405 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.628, კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.209 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 840 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 594-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229.763-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 222.405 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.963), გარდაიცვალა – 2.628 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.209 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 840 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 3.845 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.199, PCR ტესტით – 1.646.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0