17:19 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3306 0 0

მანამდე საქართველოში არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები იმ ტრანსპორტისთვის, რომლებიც სასკოლო ექსკურსიებს ემსახურებოდა

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა სასკოლო ექსკურსიების უსაფრთხოების ახალი წესები, რაც მოსწავლეთა გადაადგილებას ბევრად უსაფრთხოს გახდის.

ამიერიდან ექსკურსიებს მოემსახურება მხოლოდ ის ტრანსპორტი, რომლებსაც მგზავრობის დღემდე არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში ექნება გავლილი ტექნიკური დათვალიერება. ამასთან სავალდებულოა, რომ ავტობუსსა თუ მიკროავტობუსში დამონტაჟებული იყოს ვიდეორეგისტრატორი და კამერი სალონის შიგნით. მძღოლს ასევე უნდა ჰქონდეს ცეცხლმქრობი საშუალება და პირველი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ნივთები.

ტრანსპორტის ყველა სავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ქამრებით, ხოლო მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქარხნო სტანდარტებით გათვალისწინებულს.

იმ შემთხვევაში, თუ ექსკურსიის ადგილამდე მანძილი 500 კმ–ს აღემატება, მძღოლს უნდა ჰყავდეს შემცვლელი. ამასთან მგზავრების გადაყვანის უფლება მიღებული უნდა ჰქონდეს არაუმეტეს ხუთი წლით ადრე.

მძროლი ვალდებულია, წარუდგინოს სკოლას საბუთი ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოში არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები საექსკურსიო ტრანსპორტისთვის — მშობლები თავად ირჩევდნენ ტრანსპორტს, რომლის გაუმართავობაც არაერთხელ გახდა ავარიის მიზეზი.

 

 

მთავარი თემები